კურსის ხელმძღვანელი: ნათია სვიანაძე - მოწვეილი ლექტორი, მიმართულების ხელმძღვანელი
დაშვების წინაპირობა: დაშვების წინაპირობა არ არსებობს
კურსის ხანგძლივობა: 9 თვე
მიზანი: კურსის მიზანია აბიტურიენტი მოამზადოს ინგლისური ენის გამოცდისთვის, რომელიც თავის მხრივ მოიცავ ენის ყველა კომპეტენციაში მეცადინეობას (მოსმენა, წერა, კითხვა, ფონეტიკა, ლექსიკოლოგია, სასაუბრო) აბიტურიენტის დონე უნდა მივიდეს საერთაშორისო კომპეტენციის დონემდე, კერძოდ B1- დონე ან B2-დონე, ამ დონის ფლობის შემთხვევაში აბიტურიენტს შეუძლია წარმატებით მაღალ ქულაზე ჩააბაროს ეროვნული გამოცდები.
შეფასების სისტემა: ყოველი საკითხის დასრულების შემდეგ არის ტესტირება რომელიც ამოწმებს აბიტურიენტის გრამატიკულ და ლექსიკურ მზაობას. ასევე ყოველი თვის ბოლოს არის საცდელი ეროვნული ტესტის წერის დღე რომელიც აჩვენებს სტუდენტის განვითარებას.
ზოგადი კომპეტენციები: კურსის დასრულების შემდეგ აბიტურიენტს ექნება შესაძლებლობა ინგლისურს ფლობდეს ბ2 დონემდე, იცოდეს ყველა საკითხის შინაარსი და შესრულების წესების შესახებ.
წაიკითხავს B1 და B2 სირთულის მცირე ან საშუალო ზომის შემეცნებითი ან ინფორმაციული სახის ტექსტი - განცხადება, რეკლამა, წერილი, ადაპტირებული საგაზეთო პუბლიკაცია და ა. შ. და გაიგოს მასში მოცემული როგორც ძირითადი აზრი, ასევე კონკრეტული ინფორმაცია. შეარჩიოს და გამოიყენოს დავალებისშესაბამისი კითხვის სტრატეგიები.
მოისმენს შესაბამისი სირთულის მცირე ზომის შემეცნებითი ან ინფორმაციული სახის ტექსტი (დიალოგი ან თხრობითი სახის) და გაიგოს მასში მოცემული როგორც ძირითადი აზრი, ასევე კონკრეტული ინფორმაცია. შეარჩიოს და გამოიყენოს დავალების შესაბამისი მოსმენის სტრატეგიები.
დაწერს 120-150 სიტყვიანი თხზულება. მკაფიოდ, თანმიმდევრულად და არგუმენტირებულად ჩამოაყალიბოს საკუთარი მოსაზრება მოცემულ თემასთან დაკავშირებით. გამოიყენოს მოთხოვნის შესაბამისი ლექსიკური და გრამატიკული სტრუქტურები.
დაწერს მცირე ზომის განმარტებითი ხასიათის საქმიანი წერილი. გამოიყენოს მოთხოვნის შესაბამისი ლექსიკური და გრამატიკული სტრუქტურები.
გაიეგებს და მოთხოვნის შესაბამისად გამოიყენებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული B1 დონის ლექსიკა, გრამატიკა და ენობრივი ფუნქციები.
საკითხებიგრამატიკული საკითხების ჩამონათვალი არსებითი სახელი -საკუთარი, საზოგადო, აბსტრაქტული, ნივთიერებათა თვლადი, უთვლადი, ბრუნვა , რიცხვი
არტიკლი-განსაზღვრული, განუსაზღვრელი, ნულოვანი
ზედსართავი სახელი- შედარების ხარისხები ზედსართავ სახელთა თანმიმდევრობა
რიცხვითი სახელი -რაოდენობითი, რიგობითი
ნაცვალსახელი- პირის, ჩვენებითი, კუთვნილებითი, კითხვითი, განუსაზღვრელობითი, უკუქცევითი, ემფატური, მიმართებითი
ზმნა- წესიერი, არაწესიერი სრულმნიშვნელოვანი, დამხმარე· მაერთი ზმნები (linking verbs)· გარდამავალი, გარდაუვალი· მოდალური ზმნები· ფრაზული ზმნები· უპირო ფორმები·
ზმნის დროები მოქმედებით გვარში- Present, Past, Future Simple Future in the Past Simple· Present, Past, Future Continuous· Present, Past, Future Perfect· Present, Past Perfect Continuous
ზმნის დროები ვნებით გვარში- Present, Past, Future Simple Present, Past Continuous· Present, Past Perfect·
ზმნიზედა- დროის, ადგილის, ხარისხის და ა.შ. შედარების ხარისხები
წინდებული- ადგილის, დროის, მიმართულების და ა.შ.
კავშირი- მაკავშირებელი (and, or, so, but, etc.)· მაქვემდებარებელი (where, when, because, as soon as, etc.)·
ნაწილაკი- no, not, too, only, even, just, still, etc
წინადადება- მტკიცებითი, კითხვითი, უარყოფითი თხრობითი, ბრძანებითი· მარტივი, რთული თანწყობილი, რთული ქვეწყობილი· პირობითი I, II (Conditional I, II )·
წინადადების წევრები-მთავარი, მეორეხარისხოვანი
პირდაპირი და ირიბი თქმა- წინადადების წყობა დროთა თანმიმდევრობა·
სიტყვაწარმოება- სუფიქსები (-y, -er, -able, -ly, etc.) პრეფიქსები (un-, ir-, im-, etc.)·
კონსტრუქციები- there is/ are, let me, to be going to, used to, etc
ორთოგრაფია და პუნქტუაცია- ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში
წერილი- პასუხის გაცემა წერილზე და ინფორმაციის მოთხოვნა
ესეი- ეროვნული სასწავლო გეგმის მიერ დამტკიცებული წესებისა და რეკომენდაციების შესაბამისი ესეს წერის სწავლა
მოსმენითი დავალებები- ორივე სახის მოსმენითი დავალების ათვისება და მათზე მუშაობა
კითხისა და წაგითხულის გააზრება- B1-B2 ტექსტის წაკითხვა, ლექსიკური მარაგის დაგროვება, ტექსტის გააზრება და კითხვებზე პასუხის გაცემა