ა(ა)იპ "თიმ ედუქეიშენ ჯი" დაარსდა 2019 წელს და ემსახურება საგანმანათლებლო პროექტებს და კურსებს.კომპანიამ ოფიციალურად ფუნქციონირება დაიწყო 2020 წლის 10 მარტიდან, იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭა 2021 წლის 25 იანვარს. ორგანიზაცია იღებს სოციალურ პასუხისმგებლობას, იგი 2020 წლის მარტიდან აქტიურადაა ჩართული CR (CSR) პროექტებში და ზრუნავს როგორც ბუნების დაცვაზე, ისე თანამშრომელთა განვითარებასა და მათი ინტერესების დაცვაზე, რადგან სწორედ თანამშრომლები ქმნიან იმ გარემოსა თუ სტანდარტებს, რომელთაც TEG სთავაზობს საკუთარ სტდენტებს.
ჩვენი მიზანია:
სასწავლებლის მიზანია მისცეს შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ პირს, მიიღოს განათლება მისთვის სასურველი მიმართულებით სწრაფად და მარტივად. ჩვენი მიზანია მივცეთ ხარისხიანი ცოდნა ყველა ჩვენს სტუდენტს და ხელი შევუწყოთ საქართველოში სწავლების დონის ზრდას. სამომავლოდ კი არამხოლოდ საქარტველოში, არამედ საქართველოს საზღვრებს გარეთ გაიხსნება ჩვენი ფილიალები.
ფაკულტეტები - კურსები:
2022 წლის აპრილიდან ჩვენთან ფუნქციონირებას იწყებს სხვადასხვა მიმართულების მოთხოვნადი ფაკულტეტები, რომლებიც სრულად მორგებულია თანამედროვე სტანდარტებზე და იძლევა ამომწურავ ცოდნას დარგში. ფაკულტეტზე მოწვეულია დარგის სპეციალისტი ლექტორები. სტუდენტი, რომელიც წარმატებით დაასრულებს სწავლას, მიიღებს ორენობვან ცოდნის დამადასტურებელ დიპლომს.რაც შეეხება სასწავლო კურსებს, ისინი მორგებულია სტუდენტებზე მაქსიმალურად, სტუდენტს შეუძლია აირჩიოს ნებისმიერი კურსი და ისწავლოს მისთვის სასურველ დროს.კურსების ხანგრძლივობა ძირითადად შეადგენს 2 თვეს.ნებისმიერი კურსის გავლის შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.კურსების შესწავლა შესაძლებელია დისტანციურად.
კურსის ხელმძღვანელები:
კურსებს უძღვებიან დარგის სპეციალისტი და სერტიფიცირებული ლექტორები.