ნინო მულაძე
მოწვეული ლექტორი, ბიზნესის მართვის ფაკულტეტის დეკანი
მოწვეული ლექტორი, ბიზნესის მართვის ფაკულტეტის დეკანი
#1 რას წარმოადგენს თქვენთვის Team Education GE?
Team Education GE ჩემთვის ოჯახია, გუნდია რომელიც საოცრად ერუდირებული და პერსპექტიული ახალგაზრდებისგან არის დაკომპლექტებული, ჩვენ ერთმანეთს ყოველდღიურად ვანვითარებთ და ვუზიარებთ არა მხოლოდ პროფესიულ ცოდნას არამედ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც.
#2 როგორ მოხვდით თიმში
ჩემი და teg-ის კოლაბორაცია 2020 წლის სექტემბრიდან იწყება, როდესაც ესტონეთის ან ახალი დაბრუნებული ვიყავი, teg-ის შემქმნელმა და სულის ჩამდგმელმა, ჯაბა ვაშაგაშვილმა შემომთავაზა კურსის გაძღოლა გამოცდილებიდან გამომდინარე, რომ ვიხსენებ რამხელა პასუხისმგებლობას შევეჭიდე პირველი თანხმობით მიკვირს, მაგრამ ამ ნაბიჯს არასდროს ვინანებ, რადგან ეს ზუსტად ის სფერო და საქმეა რომელიც სიამოვნებას მანიჭებს და მიყვარს.
#3 განვითარდით თუ არა ჩვენთან?
რა თქმა უნდა, განვითარება ეს შეუქცევადი პროცესია როდესაც საგანმანათლებლო სფეროში ხარ, უნდა აყვე თანამედროვე ტენდენციებს და უსმინო პულსაციას, ინფორმაციული ზრდა რა თქმა უნდა საჭიროა რადგან სტუდენტი ინტერაქციის დროს ყოველთვის ღიად სვავს კითხვას აქტუალურ თემებთან მიმართებაში ჩვენ კი ვცდილობთ რომ მაქსიმალურად ამომწურავი პასუხი გავცეთ მათ.
#4 როგორ ხედავთ მომავალს ჩვენთან?
შრომა და მონდომება ყოველთვის ფასდება, როდესაც მახსენდება სად ვიყავით ერთი წლის წინ, როგორ ვიწყებდით ჩვენი მწირი რესურსებით მაქსიმალურის მიღწევას ვამაყობ რომ სწორედ ამ საწყისი საფეხურიდან ვარ teg-ის წევრი. ერთ წელიწადში ჩვენ გვაქვს სრულყოფილი პლათფორმა, საგამოცდო სისტემა, გავხდით CSR-ის წევრები, ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტებს და ეს ყველაფერი სრულიად უსასყიდლოდ ყველასთვის. მე ვხედავ ნათელ და წარმატებულ მომავალს უფრო მეტი ენთუზიაზმით და მონდომებით.
#5 რატომ თიმ ედუქეიშენ ჯი?
პასუხი ძალიან მარტივი, ეს არის ოჯახი რომელიც ორიენტირებულია თითოეული წევრის წარმატებაზე და განვითარებაზე.
ოჯახური ატმოსფერო stuff-ში უმნიშვნელოვანესია. ჩვენ გვაქვს აკადემიური პერსონალის საერთო საკომუნიკაციო არხი სადაც თუნდაც ნებისმიერი სიახლე ან წარმატება ზიარდება და ყველა ისე აღვიქვავთ ამ საკითხს როგორც საკუთარი სიხარული.
published: 10/10/2021 20:58