ნინო ჯიქია
მოწვეული ლექტორი
მოწვეული ლექტორი
Team Education GE ვისთვის ერთი ჩეულებრივი ორგანიზაცია თითქოს არაფრით გამორჩეული სხვა უკვე მრავალად არსებულ ორგანიზაციებს შორის, თუმცა ჩემთვის ეს არის ერთი დიდი ოჯახი, საერთო მიზნისა და მისწრაფების მქონე გუნდი, რომელიც მუდმივად ორიენტირებულია სიახლეებისადმი და ზრუნავს მომხმარებელთა საჭიროებების უზრუნველჰყოფაზე. ონლაინ სასაწავლო პლატფორმა, რომელიც არის მაქსიმალურად გამარტივებული იმისათვის, რომ სტუდენტებსა და ლექტორეებს შეეძლოთ მარტივად ორიენტაცია სასწავლო სივრცეში და მაქსიმალურად შეძლონ მისი სიკეთეების გამოყენება სათავისოდ, ხელს უწყობს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გაიღრმავოს ან შეიძინოს საბაზისო ცოდნა მისთვის უცნობ ან უკვე ნაცნობ კურსზე. შესაბამისად, TEG ჩემთვის წარმოადგენს გაერთიანებას, რომელიც ცოდნის გაზიარებისა და მიღების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბედს თავად ჩვენ ვქვმნით და ჩვენვე ვართ ყოველივეს მიზეზი, რაც ჩვენს თავს ხდება, მიხარია, რომ
თავისდროზე სწორი არჩევანი გავაკეთე და სწორედ იქ მოვხვდი, სადაც უამრავი ჩემთვის საუკეთესო მოგონებების მქონე ადამიანები გავიცანი. ,,ილიაუნი“ ეს არის სივრცე, რომელმაც შემახვედრა ისეთ ნიჭიერ ადამიანებს, როგორიც ამ კომპანიის დამაარსებელი ჯაბა ვაშაგაშვილია, სწორედ ის არის მიზეზი ჩემი აქ ყოფნის. მადლიერი ვარ მისი ჩემდამი გამოჩენილი ნდობისათვის. მისი დახმარებით შევძელი ჩემი ცხოვრების ერთერთ საინტერესო ეტაპზე სასურველი საქმიანობის შეძენა. TEG ეს არის გარემო, სადაც მუდმივად ორიენტირებული ხარ თვითგანვითარებაზე. თავდაპირველად ჩემი საქმიანობა შემოიფარგლებოდა ერთერთი საინტერესო და მოთხოვნადიი კურსის საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლების ლექტორობით, რომელიც ჩემთვის ერთერთ მნიშვნელოვან გამოცდილებად რჩება. ლექტორობასთან ერთად ადმინისტრაციული საქმეების განხორციელებაც არანაკლებ საპასუხისმგევლო იყო.
ვფიქრობ, რომ საკმაოდ დიდი გამოცდილებაც მივიღე და ასევე მნიშვნელოვანი უნარჩვევების გამომუშავებაც შევძელი, რაც მიანიშნებს კიდევაც პიროვნულ განვითარებაზე. TEG-ში ჩემი მოღვაწეობა მისი დაარსების წლიდან იწყება, და მოხარული ვარ რომ გავხდი მოწმე პირადად იმ წინსვლისა და წარმატების, რომელიც TEG- ს ჰქონდა ამ პერიოდის განმავლობაში. სულ მცირე დროში მან შეძლო საკმაოდ დიდი მოცულობის სტუდენტებისათვის სასურვეი კურსის შეთავაზება და რაც ყველაზე სასიხარულოა მათი მადლიერი დამოკიდებულების მიღება. არსებული წარსულის შედეგად ნათელია, რომ მისი მომავალი იმაზე მეტად უკეთესი მეჩვენა ვიდრე იყო აქამდე. მომავლში წარმოვიდგენ, მრავალფეროვანი კურისის, უამრავი დაინტერესებული სტუდენტებისა და გაზრდილი, განვითარებული კომპანიის სახით. დასაწყისში ვახსენე, რომ ზოგისთვის TEG შეიძლება ყოფილიყო ჩეულებრივი არაფრით გამორეული ორგანიზაცია, თუმცა კიტხვაზე რატომ ის? ჩემი პასუხი ცალსახად ნათელია. TEG ეს არის მაღალი ხარისხი, ხელმისაწვდომი ფასი, სტუდენტებზე მორგებული, მრავალპროფილიანი და რაც მთავარია მოკლევადიანი სასწავლო პროგრამის მქონე ორგანიზაცია.
როგორც წეღან ვახსენე ჩემი მოთცაწეობა მისი დაარსების პერიოდიდან იწყება. დროთა განმავლობაში განვითარდი პიროვნულად, სამუშაო გამოცდილება, რომელიც მივიღე დამეხმარა შემესწავლა ახალი უნარები. ლექტორობის განმავლობაში მივიღე სტუდენტებთან მუშაობის გამოცდილება, გავიღრმავე ცოდნა ამ მიმართულებით. ადმინისტრაციაში მუშაობით შევძელი ახალი ჩემტვის უცნობი თუმცა საინტერესო პროფესიის დაუფლება. ვისწავლე, როგორ შევქმნა მიმზიდველი და საინტერესო შინაარსის მქონე სარეკლამო პოსტები, როგორ მოვახდინო სასურველი სეგმენტის დაინტერესება და სად უნდა შევძლო სასურველი სეგმენტის მოზიდვა. ამ ეტაპზე ვარ მონიტორინგის სამსახურში, რომელიც არანაკლებ საპასუხისმგებლოა. პუნქტუალურობასთან ერთად, პასუხისმგებლობის გძნობაც გამირრმავდა და დაკვირვების უნარიც შევიძინე. იმედი მაქვს ჩემი მრავალფეროვანი მოღვაწეობა ამ ორგანიზაციასთან ერთად შეიცვლება და განვითარდება.
published: 09/10/2021 18:35