უფროსი ლექტორი - სასწავლო პროცესებისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
უფროსი ლექტორი - სასწავლო პროცესებისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
საერთაშორისო ბიზნეს სამართლის მაგისტრი
აკადემიური წერის ცენტრის მოწვეული ლექტორი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ა(ა)იპ თიმ ედუქეიშენ ჯი-ს სასწავლო პროცესებისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ა(ა)იპ თიმ ედუქეიშენ ჯი-ს ერთთვიანი სატრენინგო კურსების ლექტორი
ქრისტინე უბილავამ საბაკალავრო სწავლება წარმატებით დაასრულა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ხოლო მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ბიზნეს სამართალში მოიპოვა ჩეხეთში, ჩარლზის უნივერსიტეტში. იგი მონაწილეობდა გაცვლით პროგრამაში და სწავლობდა ლოძის უნივერსიტეტში, პოლონეთში.
ქრისტინე გახდა 2020 წლის ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის სასტიპენდიო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული და მოიპოვა ჩარლზის უნივერსიტეტში სამაგისტრო სწავლებისთვის 100%-იანი დაფინანსება. იგი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 2020 წლის სარეიტინგო სიის პირველადგილოსანია. ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგზის სასწავლო სტიპენდიის მფლობელი. 2019, 2020, 2021 წლის ფარგლებში ქრისტინე გახდა ლიეტუვის მთავრობის 100% დაფინანსების მფლობელი.
ქრისტინეს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ დამატებით საგანმანათლებლო კურსებსა და ტრენინგებში. მისი სამეცნიერო პუბლიკაციები გამოქვეყნებულია სხვადასხვა ჟურნალსა თუ სასწავლო წიგნში.
ინტერესის სფერო: ადამიანის უფლებების დაცვა, აკადემიური წერა, განათლების ხარისხის მართვა, სასწავლო კურსების ხელმძღვანელობა.