ჯაბა ვაშაგაშვილი
გენერალური დირექტორი, უფროსი ლექტორი, საზოგადოებასთან ურთიერთობების (PR) წამყვანი სპეციალისტი
გენერალური დირექტორი, უფროსი ლექტორი, საზოგადოებასთან ურთიერთობების (PR) წამყვანი სპეციალისტი
ყველაფერი 2019 წელს დაიწყო, როცა ერთ დღეს უბრალოდ გაიელვა აზრმა – "რატომ არ უნდა არსებობდეს ორგანიზაცია, რომელიც ყველას მისცემს შესაძლებლობას განათლებისა და კარიერული განვითარების?" და აი, გაჩნდა იდეა – Team Education GE (ან უბრალოდ, TEG)-ის.
2020 წელს პანდემიამ, ყველა სახლში ჩაკეტა და ამ დროს დავიწყე "შენება". ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მედია-მარკეტინგის კურსმა მომცა ის საჭირო ბიძგი, რომ ყველაფერი ნულიდან დამეწყო. დასაწყისში მხოლოდ ერთი კურსი, ვებგვერდი და 4 სტუდენტი მყავდა. დღეს? დღეს TEG უკვე ბაზარზე წარმატებით ოპერირებს და 2000-მდე კურსდამთავრებული გვყავს!
ეს ყველაფერი მარტივი არ ყოფილა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ არ ვყოფილვარ მარტო – ჩემ გვერდით იყვნენ საუკეთესო მეგობრები, რომლებიც მალევე ჩემი კოლეგები გახდნენ. ერთად შევქმენით კურსები, მოვიწვიეთ პროფესიონალი ლექტორები და გავხსენით კარი უამრავი სტუდენტისთვის.
რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორობებს, TEG აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა უცხოურ ორგანიზაციებთან და უნივერსიტეტებთან, რაც ჩვენს სტუდენტებს უამრავ შესაძლებლობას უქმნის. გაცვლითი პროგრამები, საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებები და კარიერული მხარდაჭერა – ეს ყველაფერი ჩვენი გუნდის დაუღალავი შრომის შედეგია. არაერთი სტუდენტი უკვე სწავლობს და მუშაობს საზღვარგარეთ ჩვენი რეკომენდაციებითა და მხარდაჭერით.
და, რაც მთავარია, ჩვენი გუნდი არის ჩვენი მთავარი ძალა! ჩვენ გვჯერა, რომ განათლება არ უნდა იყოს სტრესული – პირიქით, სასიამოვნო და ხელმისაწვდომი ყველასთვის. ამიტომაც, ყოველდღე ვცდილობთ, რომ სწავლა იყოს საინტერესო, ინტერაქციული და რაც მთავარია, პრაქტიკული.
რაც შემეხება მე, დღეს TEG-ში ვასწავლი სოციალური მედია მარკეტინგს, ციფრულ ვიცუალებს მარკეტინგში და სტრატეგიულ კომუნიკაციებს. ეს კურსები არა მხოლოდ ცოდნას იძლევა, არამედ ეხმარება სტუდენტს რეალურ კარიერულ განვითარებაში. ჩემი მიზანია, რომ ყველას დავეხმარო საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებაში.
დღეს, როცა ვხედავ, რამდენი სტუდენტი დასაქმდა, განვითარდა და განაგრძო სწავლა ჩვენი დახმარებით, ვხვდები, რომ ეს ყველაფერი ამად ღირდა! და ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია!
ასე რომ, TEG – ეს არ არის უბრალოდ საგანმანათლებლო ორგანიზაცია, ეს არის სივრცე, სადაც ადამიანები სწავლობენ, ვითარდებიან და წარმატებას აღწევენ. და ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზას!
republished: 05/02/2025 19:55