მოწვეული ლექტორი - ზოგადი მოდული
მოწვეული ლექტორი - ზოგადი მოდული
საგანმანათლებლო ორგანიზაცია „თიმ ედუქეიშენ ჯი“ არის ორგანიზაცია და ისეთი გუნდი, სადაც შეგიძლია საკუთარი თავი გაზარდო და საუკეთესო გამოცდილება მიიღო როგორც აკადემიურ სფეროში, ისე სტუდენტესა და თანამშრომლებთან ურთიერთობაში. პირველად, 2021 წელს გავხდი თიმის გუნდის წევრი, როგორც მოწვეული ლექტორი, მაშინ ვიყავი 18 წლის და ჩემთვის ეს იყო ერთ-ერთი დიდი და მნიშვნელოვანი გამოწვევა. მახსოვს, თუ როგორ განვიცდიდი პირველი ლექციის ხელმძღვანელობას, მაგრამ სულ ტყუილად, რადგან უკვე გამოცდილმა თიმის წევრებმა, თანამშრომლებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გამიზიარეს თავიანთი გამოცდილება და მომცეს რჩევები. მეორე მხრივ, თითოეული ლექციის წაკითხვის შემდეგ ყოველთვის ცდილობ საკუთარი თავის შეფასებას, ცდილობ ყოველი მომდევნო ლექცია იყოს უკეთესი. ეს ყოველივე ადმიანს, ამ შემთხვევაში როგორც ლექტორს ეხმარება განვითარდეს პიროვნულად, გამოიმუშაოს ის საჭირო თვისებები, რომლებიც საჭიროა აკადემიურ სფეროში, ასევე დახვეწო საუბარი, მსჯელობა და ორგანიზაციული უნარ-ჩვევები.
„თიმი ედუქეიშენ ჯიმ“ ჩემს ცხოვრებაში შემოიტანა დიდი სიხალე, მრავალფეროვნება. ჩემთვის პატარა ასაკიდან მიმახვედრა თუ რისი კეთება შემეძლებოდა სიამოვნებით და სწორედ ეს აღმოჩნდა ჩემი მიზნების დასაწყისი. დასაწყისი, რომელიც ჩემს ცხოვრებაში კვლავ განაგრძობს არსებობასა და ჩემს განვითარებას. ჩნდება კითხვა თუ რატომ თიმი? ამაზე პასუხი ხომ ცალსახაა, რადგან ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია მიიღო გამოცდილება და გზა გაუხსნა შენს მიზნებსა და ოცნებებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თიმი არის „კეთილი მასწავლებელი“ რომელიც ყოვენთვის ცდილობს გაგიზარდოს ის პოტენციალი, რომელიც შენ გაქვს და დაგეხმარება კარიერული ზრდა-განვითარებისთვის.