TEG სკოლა
TEG სკოლა
რატომ TEG სკოლა? ვის შეუძლია მოხვდეს TEG სკოლაში?
TEG სკოლა გახლავთ ინოვაციური სწავლების მეთოდით აღჭურვილი საგანმანათლებლო პლატფორმა, სადაც სტუდენტს შეუძლია მიიღოს სრული ცოდნა მისთვის სასურველ მიმართულების ფაკულტეტზე.რას მოიცავს TEG სკოლლა?
სასწავლო პროგრამა მოიცავს თითქმის ყველა საჭირო კურსს, იმისთვის რომ სტუდენტი სრულად დაეუფლოს მისთვის სასურველ მიმართულებას, მაგალითად: მენეჯმენტს, ფინანსებს, სამართალს და ა.შ.რამდენი სემესტრისგან შედგება თითოეული სკოლა? სასწავლო სემესტრების ხანგრძლივობა:
სასწავლო გეგმა მოიცავს 4 სემესტრს (თითოეულ სკოლაში), რომელთაგან თითოეულში შედის 6 კურსი, ( ჯამში 12 კურსი);4 მოდულიდან თითოეულის ხანგრძლივობა შეადგენს 8 კვირას, სრული სასწავლო გეგმა კი 32 კვირას.სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ სხვა დამატებითი კურსებიც, რომელიც საშუალებას მისცემს მათ ძირითად კურსებთან ერთად შეისწავლონ დამატებითი კურსებიც.დიპლომი:
სწავლის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი დიპლომი, ჩვენი კარიერული განვითარების სამსახური კი იზრუნებს ჩვენი კურსდამთავრებულების დასაქმებაზე.საფასური:
1 სემესტრის საფასური შეადგენს 100₾-ს 1 სტუდენტისთვის (პირველი მიღების 40 სტუდენტი სულიად უფასოდ ჩაირიცხება ფაკულტეტებზე), ხოლო სოციალურად დაუცველ, უკრაინიდანდევნილ ან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ, დევნილ სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდა არ მოუწევთ. სრული წლის საფასურია 400₾, რომლის გადახდაც ხდება ერთიანად ან სტუდენტზე მორგებული გრაფიკით (3, 6 ან 12 გადახდით)ლექტორები:
სალექციო კურსებს უძღვებიან დარგის სპეციალისტები და Team Education GE-ს სერტიფიცირებული ლექტორები.მიღების წესი:
ფაკულტეტზე მიღების მიზნით სტუდენტმა უნდა წარადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია და გაიაროს მოტივაციური ინტერვიუ.2023/2024 წლის გაზაფხულის სემესტრში სტუდენტთა მიღება დაიწყება 10/02/2023.მოთხოვნილი დოკუმენტაცია:
მიღების დედლაინი:
აპლიკანტმა განაცხადი უნდა გადმოაგზავნოს არაუგვიანეს 1 მარტის 23:59 საათამდე. დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება!