ანი ბერიშვილი
მოწვეული ლექტორი
მოწვეული ლექტორი
ცხოვრებაში გარკვეული ისტორიები რომ შემთხვევითობით იწყება, ზუსტად ასეთი დასაწყისი აქვს ჩემსა და TEG-ის ურთიერთობას. ამ „შემთვევითობამ“, გადაუჭარბებლად, საუკთარი თავი მაპოვნინა და მიმახვედრა, თუ რისი კეთება მსურს გრძელვადიან პერსპექტივაში. დღეს თიმ ედუქეიშენ ჯი ჩემთვის ოჯახია, რომელშიც ვასწავლი, ვსწავლობ და ვვითარდები როგორც კარიერულად, ასევე მენტალურად. თიმ ედუქეიშენ ჯი არის ონლაინ სასწავლო ორგანიზაცია, იგი ქმნის მონდომებული, შრომისმოყვარე ახალგაზრდების გუნდს, რომლებიც ერთიანდებიან ერთი უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი მიზნის გარშემო - გახადონ სწავლება ყველასთვის ხელმისაწვდომი.
ჩემი მოღვაწეობა თიმ ედუქეიშენ ჯი-ში 2021 წელს დაიწყო. ამ ოჯახში შემოსვლამდე ვიყავი ორგანიზაცია „საქართველოს მოხალისის“ თანასწორგანმანათლებელი და ვუძღვებოდი სხვადასხვა ტრენინგსა თუ ვებინარებს. ბაკალვრიატი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავასრულე, ქართული ფილოლოგიის მიმართულებით. სწავლას ენის, კომუნიკაციისა და მეტყველების თერაპიაზე ვაგრძელებ და ამავე მიმართულების კურსს ვხელმძღვანელობ თიმ ედუქეიშენ ჯი-შიც. ბაკალავრიატის დასასრულს უკვე ვიცოდი, რომ ცოდნის სხვებისთვის გაზიარება და სწავლების უსასრულო პროცესი სწორედ ის იყო, რაშიც საკუთარ თავს ვპოულობდი. თიმ ედუქეიშენ ჯი მეხმარება შეძენილი ცოდნა სხვებს გავუზიარო და დავეხმარო სააუდიტორიო, საპრეზენტაციო უხერხულობებისა და კომპლექსების დაძლევაში. სტუდენტებთან ერთად ვაკვირდები თითოეული მათგანის მეტყველებას, ვპოულობთ ხარვეზებს და ვმუშაობთ მათ გამოსწორებაზე. ამ ყოველივეს „რიტორიკისა და მეტყველების კულტურის“ კურსის ფარგლებში ვახერხებ.
თიმ ედუქეიშენ ჯიმ, სრულიად ობიექტური ვიქნები თუ ვიტყვი, რომ ბევრი ახალი თვისება აღმომაჩენინა საკუთარ თავში, განმავითარა, მომცა შესაძლებლობა მემუშავა პროფესიონალების გარშემო და ეს პროცესი დღემდე უწყვეტად გრძელდება. ვარ ამაყი, რომ თანავმონაწილეობ იმ დიდებულ საქმეში, რასაც ცოდნის გაცემა და სწავლება ჰქვია.