მე გახლავართ გიზო ქემერტელიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ბაკალავრი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრანტი.2020 წლიდან ვმუშაობ სასწავლო კომპანიაში- „თიმ ედუქეიშენ ჯი“- მოწვეული ლექტორის პოზიციაზე სამართლის მიმართულებებით.გარდა ამისა, აქტიურად ვარ დაკავებული სამეცნიერო/კვლევითი საქმიანობით. ჩემი სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვის N16 ჟურნალში, სტატია სათაურად: „საერთაშორისო დანაშაულები“.2022 წელს გავიმარჯვე კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების კონკურსში - „ნამდვილი თუ მოგონილი“. სადაც გამოვავლინე ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გამოქვეყნებული ინფორმაციის მცდარობა, კერძოდ ილონ მასკის განცხადება, რომელიც რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობებზე საუბრობს.2020 წლის მაისში, ვმუშაობდი საერთაშორისო ორგანიზაცია IREX-ის „ისწავლე რათა ამოიცნო“- პროექტში ახალგაზრდა ტრენერის პოზიციაზე მედიაწიგნიერების მიმართულებით.აქტიურად ვარ ჩართული სხვადასხვა უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებულ სასწავლო პროგრამებში:ვარ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკური განათლების სკოლის კურსდამთავრებული,ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის კორუფციასთან ბრძოლის სასერთიფიკატო საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული,Erasmus + და ევროპის უნივერსიტეტის ჟან მონეს ზამთრის სკოლის „ევროპეიზაცია და დემოკრატიზაცია საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის, კურსდამთავრებული, ივანე ჯავახიშვილის სახელობის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის დაწყებითი და გაღრმავების კურსების კურსდამთავრებული.როგორც ზემოთ ავღნიშნე თიმ ედუქეიშენ ჯი-ს 2020 წლიდან შემოვუერთდი, ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც ახლად ყალიბდებოდა სასწავლო კომპანია. იმჟამინდელად რამოდენიმე კურსი გვქონდა სასწავლო მოდულში, რომელსაც მომხმარებლებს ვთავაზობდით. ბოლო 3 წლის განმავლობაში, პოზიტიურად განვითარდა კომპანია. შესაბამისად, დომინოს პრინციპით შეგვეხო ცვლილებები მომუშავე პერსონალს. საკუთარი პროფესიული ცოდნის გამოყენების ხაზი, სწორედ ამ ორგანიზაციაში ვიპოვე. დღეს დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი პროფესიული განვითარების ერთ-ერთი მიმართულება აკადემიური საქმიანობა იქნება. აღნიშნულში კი თეგ-ში საქმიანობამ დამარწმუნა. დღეს არამხოლოდ კურსებისა, სხვადასხვა მიმართულებით ვცდილობთ მუშაობას. მათ შორისაა სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ფუნქციონირება, რომელშიც ჩვენი ორგანიზაციის პროფესიონალი ლექტორები წარადგენენ საკუთარ კვლევებს საზოგადოებაში საჭირო თემატიკებზე.იმედი მაქვს მექნება შესაძლებლობა დავეხმარო ორგანიზაციის მენეჯმენტს პოზიტიური შედეგების მიღებაში.