ლიკა ქურდაძე
მოწვეული ლექტორი
მოწვეული ლექტორი
TEG არის ორგანიზაცია, რომელმაც მომცა თვითრეალიზების საშუალება, ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა და უამრავი რამ მასწავლა.
TEG-ში პირველად სოციალური მედია მარკეტინგის კურსზე სტუდენტის სტატუსით მოვხვდი. კურსის დასრულების შემდეგ აქტიურად ვადევნებდი თვალს ორგანიზაციის გვერდს. სწორედ აქედან შევიტყვე არსებული ვაკანსიების შესახებ. გასაუბრებიდან რამდენიმე დღეში კი TEG-ის მეგობრული გუნდის ნაწილიც გავხდი.
რა თქმა უნდა! Team Education GE თითოეულ ადამიანს განვითარების მრავალ შესაძლებლობას აძლევს. ვთვლი, რომ ამ ასაკში უდიდესი გამოცდილება მივიღე, დავხვეწე კომუნიკაციისა და სწავლების უნარები. ჩემი სტუდენტებისა და გუნდის წევრების სახით გავიცანი უამრავი საინტერესო და განსხვავებული ადამიანი.
TEG-ში უკვე ნახევარი წელზე მეტია ვმუშაობ და მათთან ერთად ვვითარდები. რა თქმა უნდა, ჩემი სამომავლო გეგმებიც ამ ორგანიზაციასთან არის დაკავშირებული და სტუდენტებს კიდევ უფრო განსხვავებული, საინტერესო კურსები ელით წინ.
უპირველესად მომხიბლა მოტივირებული ახალგაზრდებისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა, რომელიც ცდილობს, საზოგადოებას ცოდნა გაუზიაროს და განვითარდეს. მიხარია, რომ ამ ყველაფრის ნაწილი მეც ვარ.
ამ პერიოდის განმავლობაში უამრავ სტუდენტთან მქონდა შეხება. ბევრი ვისწავლე ადამიანებისა და საკუთარი თავის შესახებ. განვვითარდი და უდიდესი გამოცდილება მივიღე, რასაც მომავალი სემესტრიდან კიდევ უფრო აქტიურად გამოვიყენებ პრაქტიკაში.
published: 09/10/2021 18:35