Team Education GE არის ადგილი სადაც ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული ადამიანები ცდილობენ შექმნან ახალგაზრდებისთვის საინტერესო არაფორმალური განათლების „პროდუქტი“. ვფიქრობ, აღნიშნული ორგანიზაცია არის გამოწვევა ყველა იმ პრობლემისა რომელიც დღეს არსებობს საგანმანათლებლო სფეროში.
Team Education GE გუნდს გაზაფხულის სემესტრში შევუერთდი, შევქმენი საერთაშორისო ურთიერთობების კურსი, რომელსაც დღეს არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ყავს. ორგანიზაციამ მომცა შესაძლებლობა წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა სხვისთვის გამეზიარებინა.ხ ვფიქრობ, განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სწორ ადგილას მოხვდე, სადაც დაინახავ როგორ იზრდები და ხდები ორგანიზაციის ნაწილი.
published: 09/10/2021 18:35