სანი კოკაია
მოწვეული ლექტორი
მოწვეული ლექტორი
პირველ რიგში ეს ერთი დიდი ოჯახია, თავიდან, როცა იგებ რომ მსგავსი სახის ორგანიზაცია არსებობს ფიქრობ იმ სარგებელზე, რომელსაც ამ ჯგუფის წევრად ყოფნა მოგიტანს, ეს იქნება საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად დემონსტრირება თუ გამოცდილების მიღება, მაგრამ შემდეგ ხვდები რომ ეს ადგილი ამაზე მეტს გაძლევს - სიყვარულს, მხარდაჭერას, სითბოსა და პატივისცემას, რაც იმას ნიშნავს რომ ეს ადგილი არის ოჯახი სახლის კედლების გარეთ.
თავდაპირველად არანაირ ინფორმაციას არ ვფლობდი Team education -ის შესახებ, თუმცა მეგობრებისგან ხშირად მესმოდა რომ ეს ადგილი დაეხმარათ საკუთარი შესაძლებლობების გამომჟღავნებაში, რამაც იმდენად დამაინტერესა რომ გადავწყვიტე საკუთარი ძალების მოსინჯვა, საკუთარი მონაცემების შემდეგ გუნდის წევრებთან ვისაუბრე ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ის მიზნები, რომლის განხორციელებაც მსურდა მათთან ერთად, რამაც ამ გუნდის წევრად მაქცია.
ეს ალბათ ყველაზე მარტივი კითხვაა, რაზეც ოდესმე პასუხის გაცემა დამჭირვებია, ბევრი ფიქრი არ არის საჭირო რომ ვთქვა თუ რა დიდი პროგრესი განვიცადე, დასაწყისში თითქოს მქონდა რესურსი რომ ის საქმე, რომელიც ასე ძალიან მიყვარს კარგად შემესრულებინა, თუმცა პასუხისმგებლობა იმდენად დიდია რომ ზოგჯერ ვერ ახერხებ საკუთარი ცოდნის დემონსტრირებას, ამ ყველაფრის გადალახვა მხოლოდ პრაქტიკით შეიძლება, რისი მიღებუს საშუალებაც აქ გაქვს და ვფიქრობ რომ ამ ყველაფერმა წნეხისგან განმათავისუფლა, მომცა საშუალება რომ დამენახა რა უნარებს ვფლობ და მასწავლა როგორ შეიძლება აკეთო ის , რაც გიყვარს ყოველგვარი ღელვის გარეშე.
გუნდს ამ სემესტრში შევუერთდი, თუმცა პირველივე წუთიდან მათ ნაწილად ვიქეცი, ჩვენ გვაქვს უამრავი გეგმა, რომელსაც დროთა განმავლობაში აუცილებლად ერთად განვახორციელებთ.
რადგან აქ ყველას ერთი მიზანი აქვს - ადამიანებისთვის იმ ცოდნის გაზიარება, რომელსაც თვითონ ფლობენ, რადგან აქ ყველს აქვს იმის ამბიცია რომ დახვეწოს საკუთარი შესაძლებლობები და გახდეს საუკეთესო ისე რომ მანამდე განცდილი წარუმატებლობების აღიარების არ შეეშინდეს.
მოცემულ სემესტრში განათლების სამართლის კურსის ხელმძღვანელი ვარ, საგანი საკმაოდ საინტერესოა და კანონების განხილვასთან ერთად შესაძლებლობას იძლევა საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირებისას. პირველი, რაც აქ ვისწავლე არის ის რომ შედეგის მიღება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი თუ თითოეული გუნდის წევრი ერთმანეთს ეხმარება, ვფიქრობ ამჟამად ბევრად უფრო თავდაჯერებული ვარ, როცა ლექციის ჩატარება მიწევს, რაც teg-ის, ჩემი სტუდენტებისა და გაწეული შრომის დამსახურებაა.
published: 09/10/2021 18:35