ქრისტინე შუბითიძე
მოწვეული ლექტორი
მოწვეული ლექტორი
Რას წარმოადგენს თქვენთვის Team Education GE?
Ჩემთვის Team Education Ge არის ნიჭიერი, მონდომებული და მიზანდასახული ადამიანებისგან შემდგარი ორგანიზაცია, რომლის ნაწილი მისი დაარსების დღიდან ვარ და დღემდე ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში, როგორც პიროვნული, ასევე კარიერული განვითარების თვალსაზრისით.
Როგორვ მოხვდით TEG-ში?
Კარგად Მახსოვს ის დღე, როდესაც ჩვენი ხელმძღვანელი, უდიდესი ენთუზიაზმითა და მონდომებით მიზიარებდა თავის სამომავლო იდეებს, გეგმებს და მეც უპირობოდ გადავწყვიტე გავმხდარიყავი მისი გუნდის წევრი და დღემდე მადლიერი ვარ ამ შესაძლებლობის, იმ ნდობის რაც იმ მომენტში ჩემს მიმართ გააჩნდა, ყველაზე მნიშვნელოვან დროს, როდესაც პირველ ნაბიჯებს დგამდა თავისი მიზნების მისაღწევად. Მინდა აღვნიშნო, მისი უდიდესი ძალისხმევის დამსახურებაა, რომ დღემდე აქტიურად ფუნქციონირებს ჩვენი ორგანიზაცია და ჩემთვის მაგალითია იმისა, რომ მთავარია დაისახო მიზანი, რომლის მიღწევაც მთელი გულით გსურს, მიჰყვე მას ნაბიჯ-ნაბიჯ და აუცილებლად მიაღწევ სასურველ შედეგს..
Განვითარდით თუ არა ჩვენთან?როგორ ? რატომ ფიქრობთ ასე?
Ამ ორგანიზაციამ დიდი შესაძლებლობა მომცა განვითარების, ვინაიდან ჩემი თავი გამოვცადე სფეროში, რომელიც ჩემთვის იმ დროისთვის უცხო და ახალი იყო. Სწორედ ამ პროცესში მივხვდი, რომ ის საქმე, რასაც აქ ვაკეთებდი, რეალურად მომწონდა და სწორედ მას დავუკავშირე ჩემი სამომავლო გეგმებიც. Შემიძლია თამამად ვთქვა, რომ თითოეული ადამიანს, რომელიც ჩვენი წევრი არის ან იქნება, აქვს შესაძლებლობა საკუთარი თავი განავითაროს და მიიღოს გამოცდილება, რომელიც სამომავლოდ ძალიან დაეხმარება წარმატებისკენ გზის გაკვლევაში.
Რამდენი ხანია რაც ჩვენთან მუშაობთ და როგორ ხედავთ მომავალს ჩვენთან ერთად?
Როგორც უკვე ვახსენე, ორგანიზაციის წევრი მისი დაარსების დღიდან, კერძოდ, კი 2020წლის დასაწყისიდან ვარ. Დღევანდელი გადმოსახედიდან, ამ დროის განმავლობაში ბევრი რაც შეიცვალა, ბევრად დავიხვეწეთ, განვვითარდით და დარწმუნებული ვარ, ეს მხოლოდ დასაწყისია. Ჩემი მხრივ კი მაქსიმალურად ვცდილობ წვლილი შევიტანო ჩვენი კომპანიის წარმატებაში,
Რატომ Teg?
Teg-ი ის ადგილია, რომელმაც ჩემი ინტერესები მაპოვნინა, მომცა შესაძლებლობა მრავალმხრვ გამომეცადა საკუთარი თავი და შემაყვარა ის გარემო, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თამამად შეხვდეს ახალ გამოწვევებს. Როდესაც ვხედავ ამდენ მოტივირებულ, საინტერესო, თავიანთ საქმეზე შეყვარებულ ადამიანს, ვრწმუნდები რომ ძალიან გამიმართლა, მათი ნაწილი რომ ვარ. Სწორედ ამ ადამიანების დამსახურებით ვარ დარწმუნებული, რომ წინ კიდევ ბევრი გამოწვევა, სიახლე და საინტერესო შესაძლებლობები გველის, რომლითაც კიდევ უფრო დაიხვეწება როგორც თითოეული ჩვენგანი, ასევე ორგანიზაცია.
Მოყევით თქვენი მოღვაწეობის შესახებ ჩვენთან, რა ისწავლეთ, რა უნარი შეიძინეთ? Თქვენი გამოცდილება
Თავდაპირველად Teg-ში ვუძღვებოდი საზოგადოებასთან ურთიერთობის კურსს, რამაც ძალიან დიდი გამოცდილება დამიტოვა და სხვა თვალით დამანახა ეს სფერო. Შემდეგ გავხდი ორგანიზაციის პიარ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რაც ჩემთვის გამორჩეულად საინტერესო ეტაპი იყო ჩემი საქმიანობის, დღეს კი ვითავსებ კომპანიის გენერალური მენეჯერის პოზიციას. Ჩემი მაგალითი კი, ვფიქრობ, ცხადყოფს, თუ რამდენად შეუძლია ჩვენი ორგანიზაციის თითოეულ წევრს განვითარება, საკუთარი ინტერესების, მისწრაფებების ძიება და აღმოჩენა.
published: 09/10/2021 18:35