პირველად "თიმ ედუქეიშენ ჯი"-ს ისტორიაში, ჩვენს სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში.
პროგრამა მოიცავს ლიეტუვის უნივერსიტეტების საზაფხულო კურსებს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები შეისწავლიან:
ლიეტუვურ ენას;
გაეცნობიან და ისწავლიან ლიეტუვის კულტურას;
იმისთვის, რომ სტუდენტმა მიიღოს მონაწილეობა, იგი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო ენაზე (საჭიროების შემთხვევაში უნდა დაადასტუროს დოკუმენტით);
უნდა იყოს აქტიური სტატუსის მქონე "თიმ ედუქეშენ ჯი"-ს სტუდენტი; (სტუდენტმა უნდა მოგვმართოს განცხადებით ცნობისთვის შემდეგ მეილზე - teameducationge@gmail.com - იხილეთ განცხადების შაბლონი)
უნდა იყოს მოტივირებული და საკუთარი მოტივაცია უნდა დაადასტუროს წერილობით;
ასევე სტუდენტს შეუძლია სააპლიკაციო განაცხადის შევსებისას ისარგებლოს "თიმ ედუქეიშენ ჯი"-ს კონსულტაციით.
კონკურსი გამოცხადებულია შემდეგ უნივერსიტეტებში:
Klaipėda University
Institute of Lithuanian Literature and Folklore
Mykolas Romeris University
SMK University of Applied Sciences
Vilnius University
Vytautas Magnus University
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ ონლაინ სააპლიკაციო შერჩეული უნივერსიტეტის დედლაინის დაცვით.
სტიპენდია:
სტუდენტი სწავლის პროცესში მიიღებს ლიეტუვის სახელმწიფო სტიპენდიას 825 ევროს ოდენობით.
გაითვალისწინეთ, რომ არ ფინანსდება მგზავრობისა და განთავსების ხარჯები. სტუდენტს შეეძლება სტიპენდიიდან დაფაროს უნივერსიტეტის საცხოვრებლის საფასური ან თავად იქირაოს ბინა.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიეთ ვებგვერდს: https://studyin.lt/learn-lithuanian/